ამ დროისთვის ტრამპმა გამარჯვება 15 შტატში მოიპოვა, კლინტონმა კი – 9 შტატი

ამ დილის მონაცემებით, რომლების საარჩევნო უბნებზე წინასწარი მონაცემებით არის ცნობილი, 270 საჭირო ხმიან დონალდ ტრამპმა 149 ხმა მოიპოვა, მისმა მეტოქემ, ჰილარი კლინტონმა კი 109 ხმის მოპოვება შესძლო.

ამ დროისთვის ტრამპმა გამარჯვება 15 შტატში მოიპოვა, კლინტონმა კი – 9 შტატი. ჯერ არ არის ცნობილი რა ხდება ფლორიდის შტატში, რომელიც ყოველთვის გავლენას ახდენს შედეგებზე. ამ შტატიდან კანდიდატებმა 29 ხმა უნდა დაიმატონ. ამბობენ, რომ აქ ცოტა უპირატესობა აქვს ტრამპს, თუმცა მონაცემები ყოველ წუთს იცვლება.

ტრამპის მშობლიურ ნიუ-იორკის შტატში კი ჰილარი ლიდერობს. დათვლილია ხმების 20%, საიდანაც 77% კლინტონმა მიიღო. ტრამპმა კი მხოლოდ 21% დააგროვა.

კომენტარის დატოვება