კობახიძე ივანიშვილზე – როდესაც ასეთი ადამიანი ტოვებს პარტიას, ბუნებრივია, ეს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს გუნდს

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის წინამორბედის რესურსი გამორჩეული იყო, ამიტომ მისი პოლიტიკიდან წასვლა რთული მომენტი იყო.

„ეს იყო ძალიან რთული მომენტი. ბიძინა ივანიშვილი 2011 წლიდან იყო მოძრაობის ლიდერი და მას მთელი გუნდისგან განსხვავებული რესურსი ჰქონდა, რაც უკავშირდებოდა, მათ შორის, იმას, რომ 2012 წელს სწორედ მან შემოიტანა გარდატეხა პოლიტიკურ და დემოკრატიულ პროცესებში, გარდა ამისა, ქველმოქმედება – უამრავი რამ აქვს მას გაკეთებული საქართველოში. შესაბამისად, მისი რესურსი იყო გამორჩეული და ამასთან ერთად ხაზი უნდა გაესვას მის პოლიტიკურ შესაძლებლობებს.

რამდენჯერმე ვთქვი და ისევ ვიტყვი, რომ ის იყო ნამდვილი მოჭადრაკე პოლიტიკაში. როდესაც ერთ სვლას აკეთებდა, მინიმუმ 7-8 სვლა ჰქონდა გათვლილი, რაც საკმაოდ რთული რამ არის,”- აცხადებს კობახიძე.

მისივე თქმით,”როდესაც ასეთი ადამიანი ტოვებს პარტიას, ბუნებრივია, ეს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს გუნდს.”