“დაგვაფასებენ მაშინ, როცა ყველასთან საუბარს ეროვნული და სახელმწიფოებრივი პრინციპებიდან გამომდინარე დავიწყებთ”

ზაზა მჟავია

“პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა”

-“ერთი ამბავია ატეხილი ფეისბუქზე ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი გახდება თუ კლინტონი. ჯერ ერთი, ამერიკა ის სახელმწიფოა, რომელიც არ ცვლის სახელმწიფო დოქტრინას ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი. მერე მეორეც, რაგეკლინტონტრამპებათ, ან რატომ ელოდებით ამერიკასაგან და საერთოდ, ვინმესგან რამეს, როცა შენ, შენი ხელით შეგიძლია გააკეთო იმაზე მეტი შენი თავისთვის, ვიდრე სხვა გააკეთებს?!..

…საკუთარ თავზე დიდი მტერი და მოყვარე ადამიანს არ ჰყავს…ჩვენ დაგვაფასებენ მაშინ, როცა ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი პრინციპებიდან, ქართველი ერის და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე დაველაპარაკებით ყველა მეზობელ თუ მეგობარ სახელმწიფოს… უპრინციპო არც სახელმწიფო ვარგა თავისი ხალხისთვის და არც კაცი ოჯახისთვის!…

კომენტარის დატოვება