ოქრო! – ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოში მიმდინარე 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ლაშა ბექაურმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და კარიერაში პირველ ოლიმპიადაზე, პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.