დონალდ ტრამპი მილოცვებს იღებს

ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებისგან მილოცვებს იღებს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდება. მისი თქმით,  აშშ-ის ლიდერობა მნიშვნელოვანია, ისე როგორც არასდროს.

“ჩვენი ალიანსი ამერიკის უახლოესს მეგობრებს თითქმის 70 წლის განმავლობაში მშვიდობასა და კონფლიქტის პერიოდში აერთიანებდა. ძლიერი ნატო კარგია აშშ-სთვის და ევროპისთვის. ნატო მტკიცედ პასუხობს უსაფრთხოების ახალ ვითარებას. თუმცა, ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა აგრეთვე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა. მარტინ შულცის განცხადებით, აშშ-ისა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები მარტივი არ იქნება, თუმცა ტრამპთან რაციონალური თანამშრომლობის იმედი აქვს.

“როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტი, მე ვულოცავ აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას. ეს უდაოდ, აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობებში რთული მომენტია, თუმცა აშშ-ის თავისუფლად არჩეული პრეზიდენტი იმსახურებს ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან სრულ პატივისცემას”, – განაცხადა მარტინ შულცმა.

ტრამპს არჩევნებში გამარჯვება ერთობლივი წერილით მიულოცეს ევროსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებმა.

“წლების განმავლობაში ევროკავშირი და აშშ ერთად მუშაობდნენ ჩვენი მოქალაქეებისა და მსოფლიოს ხალხისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობით ევროკავშირსა და აშშ-ს შეუძლიათ გამკლავება ისეთ უპრეცედენტო გამოწვევებთან, როგორიცაა დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო”, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული საფრთხე, კლიმატური ცვლილება და მიგრაცია”,- ნათქვამია დონალდ ტუსკისა და ჟან-კლოდ იუნკერის ერთობლივ განცხადებაში.

ანგელა მერკელმა ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძველი და პატივსაცემი დემოკრატიაა.

„ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულს, დონალდ ტრამპს. ამერიკის შეერთებული შტატები ძველი და პატივსაცემი დემოკრატიაა. წლევანდელი საარჩევნო კამპანია განსკაუთრებული იყო გარკვეული კონფრონტაციებით, რაც რთული ასატანი იყო. მე, ისევე როგორც მრავალი თქგვენგანი, არჩევნების შედეგებეს მღელვარებით ველოდებოდი. ადამიანს, რომელიც ამერიკელმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში პრეზიდნტად აირჩია, აქვს გავლენა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ. რაც შეეხება გერმანიას, ევროკავშირში არ მოიძებნება ქვეყანა, რომელსაც აშშ-სთან უფრო ღრმა კავშირები აქვს. გერმანიასა და ამერიკას აკავშირებთ საერთო ღირებულებები: დემოკრატია, თავისუფლება, კანონის პატივისცემა, ადამიანების პატივისცემა მათი არმოშობის, კანს ფერის, რელიგიის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა, თუ პოლიტკური შეხედულებების მიუხედავად. ამ ღირბეულებების საფუძველზე, მე ვთავაზობს აშშ-ის მომავალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მჭიდრო თანამშრომლობას“,-აღნიშნა ანგელა მრეკელმა.

დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მიულოცა.

მეი იმედოვნებს, რომ ახლად არჩეულ პრეზიდენტთან ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად გააგრძელებს მუშაობას.

“ვულოცავ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდეტად არჩევას. დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები არიან და დარჩებიან ძლიერ და ახლო პარტნიორებად ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. ჩვენ ხანგრძლივი და მყარი ურთიერობები გვაქვს, რომლებიც ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიისა და განვითარების საერთო ღირებულებებს. მე ველოდები ახალარჩეულ პრეზიდენტ ტრამპთან მუშაობას ჩვენი ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

აშშ-ს ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია.

დონალდ ტრამპსა და ბარაკ ობამას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც მოქმედმა პრეზიდენტმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა.  შეხვედრა თეთრ სახლში 10 ნოემბერს გაიმართება.

 

 

 

კომენტარის დატოვება