გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო, 30 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო, 30 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება – ამის შესახებ ინფორმაცის კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის რაიონს, კერძოდ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – წერია ინფორმაციაში.