თამარ ჩერგოლეიშვილი – ამ ქვეყანაში რა მოხდება არის ჩვენი და არა ელჩების გადასაწყვეტი – ჩვენსას ჩვენ მივხედავთ

“დასავლელი ელჩები თუ გააცნობიერებენ, რომ რაც ამ ქვეყანაში ხდება ის დასავლეთის წინააღმდეგ ხდება, ურიგო არ იქნება,”- ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას.

მისივე თქმით, ქვეყნის შიდა საქმეები არაა ელჩების გადასაწყვეტი და “მათი ხათრით, თავმოყვარე პოლიტიკოსები გადაწყვეტილებებს არ იღებენ.”

“ამ ქვეყანაში რა მოხდება არის ჩვენი და არა ელჩების გადასაწყვეტი.

ამიტომ იყო სრული სიბრიყვე და უპასუხისმგებლობა “ელჩების ხათრით” მოქმედება.

ელჩების ხათრით, თავმოყვარე პოლიტიკოსები გადაწყვეტილებებს არ იღებენ.

მაგრამ დასავლელი ელჩები თუ გააცნობიერებენ, რომ რაც ამ ქვეყანაში ხდება ის დასავლეთის წინააღმდეგ ხდება, ურიგო არ იქნება.

ჩვენსას ჩვენ მივხედავთ.

მაგრამ თქვენ საკუთარ რეპუტაციაზე იზრუნეთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი სისუსტე პროვოკაციულია და პოგრომის ორგანიზატორებისთვის კელაპტრების დანთება, ამას არათუ არ შველის, არამედ ხელს გვიშლის თავისუფლების მოყვარე ადამიანებს.

პ.ს. და ისიც გაითვალისწინეთ, რომ გონიერი და გამოცდილი ადამიანი როცა რაღაცას ხელს არ აწერს, ესეიგი არ ვარგა და ხელები ვისაც არ უნდა გადაუგრიხოთ და მოწინააღმდეგის იზოლაცია როგორი გაშმაგებითაც არ უნდა სცადოთ, ბუმერანგივით მოგიბრუნდებათ,”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.