ბელგია საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გადასცემს

ბელგია უკრაინას, კოსოვოს, სომხეთსა და საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პირველ ეტაპზე, AstraZeneca-ს ვაქცინის 168 000 დოზას მიიღებს უკრაინა, შემდეგ 225 ათასზე მეტ დოზას მიიღებენ საქართველო, სომხეთი და კოსოვო.

„ეს შემოწირულობა ჩვენი ევროპული თანამშრომლობის მაგალითია ამ პანდემიის დასამარცხებლად და გლობალური ვაქცინაციის დასაჩქარებლად“, – განაცხადა ბელგიის განვითარების თანამშრომლობისნ მინისტრმა, მერიამ კიტირმა.