თბილისსა და ბათუმში უკვე 100%-ით „დელტა“ შტამს ტრიალებს – პაატა იმნაძე

თბილისსა და ბათუმში კორონავირუსის შემთხვევების 100% „დელტა“ შტამს ტრიალებს ,- ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში „დელტა+“-ის 10 შემთხვევაც არის დადასტურებული.

„მოგეხსენებათ, რომ თბილისსა და ბათუმში მთლიანად „დელტა“ შტამი ტრიალებს უკვე, დანარჩენ საქართველოში 80%-მდე“, – განაცხადა იმნაძე.