ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი მზად არის, ავღანეთთან მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა გააღრმავოს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰუა ჩუნინმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზად არის, ავღანეთთან მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა გააღრმავოს.

ოფიციალური პეკინი დიდი ხანია შიშობს, რომ ავღანეთი უიღურებისთვის სეპარატიზმის პლაცდარმად შეიძლება იქცეს, თუმცა გასულ თვეს, „თალიბანის“ მაღალი დონის დელეგაცია ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდა და დაჰპირდა, რომ ავღანეთი ჩინეთის საწინააღმდეგო ბაზად გამოყენებული არ იქნება. სანაცვლოდ, ჩინეთმა ეკონომიკური მხარდაჭერა და ინვესტიციები შესთავაზა.

„თალიბანმა“ ჩინეთთან კარგი ურთიერთობების განვითარების იმედი არაერთხელ გამოთქვა. ისინი მოუთმენლად ელიან ჩინეთის მონაწილეობას ავღანეთის აღმშენებლობასა და განვითარებაში. ჩვენ მივესალმებით ამას. ჩინეთი პატივს სცემს ავღანელი ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ბედი და მზად არის, ავღანეთთან მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარება გააგრძელოს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.