ადვოკატი – ზურაბ ზვიადაური მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების პრინციპით – მან მას შემდეგ გაისროლა, რაც ავტომატიდან მას და მის ძმას ესროდნენ, ძმისთვის შარის არიდება უნდოდა

ზურაბ ზვიადაური მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების პრინციპით – მან მას შემდეგ გაისროლა, რაც ავტომატიდან მას და მის ძმას ესროდნენ – ამის შესახებ ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა განაცხადა

როგორც ადვოკატი აცხადებს, ზვიადაურის  ქმედებაში კანონსაწინააღმდეგო არაფერი იყო.

“გაკვირვებული ვარ, რატომ ჰყავთ დაკავებული. მის ქმედებაში არ არის კანონის დარღვევა,

მართლსაწინააღდეგოდ ის არ მოქმედებდა, მისი ქმედება იყო ლეგიტიმური, კანონიერი. ჩემი მოლოდინია,რომ პროკურატურამ მას ბრალდება ვერ უნდა წარუდგინოს. ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების პრინციპით. საქმის მასალებს არ გავცნობივარ.

მე ვესაუბრე ზურაბ ზვიადაურს, მისი პოზიციიდანაც ვიცი რაც იყო რეალობა. მას კონფლიქტში მონაწილეობა არასდროს მიუღია. იგი თავდამსხმელს არც იცნობდა.

მივიდა თავის ძმის წამოსაყვანად, უნდოდა შარს აერიდებინა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერიუსწრო.

ატყდა ავტომატიდან სროლა, ჰქონდა საპასუხო რეაქცია მისი და მისი ძმის მიმართულებით რომ ისროდნენ ამის გამო. მან გაისროლა მას შემდეგ, რაც ავტომატიდან მას და მის ძმას ესროდნენ. ზურაბი ამბობს, რომ ეს იყო ჩემი, ჩემი ძმისა და ჩემი მეგობრების სიცოცხლის დასაცავადო,“,- განაცხადა ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა.