ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – აშშ და ნატო ავღანეთში მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამო შეიჭრნენ, ისინი ვალდებულები არიან, კომპენსაცია გადაიხადონ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამად ჯავად ზარიფი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები და ნატო ვალდებულები არიან, ავღანეთს კომპენსაცია გადაუხადონ.

„ავღანეთში განვითარებული მოვლენები და ამავდროულად აშშ/ნატო-ს ოფიციალური პირების განცხადებები ადასტურებს, რომ ისინი ავღანეთსა და კიდევ სხვაგან მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამო შეიჭრნენ. ახლა შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს აქვთ მკაფიო ვალდებულება, კომპენსაცია გადაიხადონ “, – წერს ზარიფი „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რომ “თალიბანმა” ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყო და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარა დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ კი ქვეყანა დატოვა.