დიმიტრი პესკოვი -კრემლში შიშობენ, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომი განახლდება, რაც რუსეთის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის

„კრემლში არსებობს შიში, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომი განახლდება და თუ სამოქალაქო ომი სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებით ჩვენს საზღვრებთან განახლდება, ეს საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას ”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„სხვადასხვა განცხადებიდან ირკვევა, რომ კიევი არ უარყოფს სამხრეთ-აღმოსავლეთით საკუთარი პრობლემების ძალის გამოყენებით გადაჭრის აზრს”, – აღნიშნა პესკოვმა.