ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ, პროტოკოლის მიხედვით, ვაქცინის მესამე დოზით რომელი ჯგუფი უნდა აიცრას

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ, პროტოკოლის მიხედვით, ვაქცინის მესამე დოზით რომელი ჯგუფი უნდა აიცრას.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება მსოფლიოს პროტოკოლებში უკვე შევიდა.

„მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილება მიღებულია გარკვეულ ჯგუფზე, რომ გაიწეროს პროტოკოლში, ვისაც მესამე დოზა ექნება განსაზღვრული. ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რომ საქართველოს პროტოკოლშიც შევიტანოთ ეს ცვლილება.

რაც შეეხება მასიურად მესამე დოზების გამოყენებას, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს“,- განაცხადა ტიკარაძემ.