თამარ გაბუნია: არსებობს გეგმა, რომ დიდ ქალაქებშიც საველე ჰოსპიტლები გაჩნდეს

დიდი ქალაქებისთვის საველე ჰოსპიტლების გეგმა არსებობს, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და მონიშნულიც არის ის ადგილები, სადაც შესაძლებელია, რომ დამატებითი რესურსის მობილიზება მოხდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს ბინაზე 40 ათასზე მეტი პაციენტი იმყოფება და ვიცით, რომ გარკვეული მოლოდინის პერიოდი არის, მაგრამ სასწრაფო დახმარების და ოჯახის ექიმების ქსელი ცდილობს, მაქსიმალურად სწრაფად უზრუნველყოს პაციენტების ბინაზე მართვა. მთავარია, რომ ჩვენ ჰოსპიტალი დარეზერვებული გვქონდეს მძიმე პაციენტებისთვის. ბინაზე ვისი მართვაც შესაძლებელია, ის ბინაზე უნდა იყოს. ის, რომ ოჯახის ექიმების ქსელი გაფართოვდეს, ეს იქნება ერთ-ერთი გადაწყვეტა ბინაზე დაყოვნების შემცირებისთვის, რომ პაციენტს აღარ მოუხდეს ლოდინი, ექიმი როდის დაურეკავს ან როდის მოინახულებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.