ლელომ ბიბილაშვილი მერობის, ჯაფარიძე კი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა

ლელომ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი დაასახელა. პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ის დღეს, 23 აგვისტოს წარადგინა.

ხაზარაძისვე თქმით, ლელოს პროპორციული სიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე იქნება.

“ლელო შეიქმნა იმისთვის, რომ მან გზა და ასპარეზი გაუხსნას ახალ სახეებს. არა მარტო ახალგაზრდებს, არამედ ახალ სახეებს, პროფესიონალებს. იმიტომ, რომ ამ ქალაქს სჭირდება ახლებური გააზრება, თუ როგორი ქალაქი გვჭირდება დღეს.

სწორედ ამ განწყობით ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ ადამიანი, ქალი, წარმატებული ქალი, წარმატებული დედა, პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, პროფესორი, რომელიც იღებდა მონაწილეობას სადოქტორო პროგრამებში ლისაბონში”  – განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.