60-70 ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს ყოველდღიურად, რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში ამაზე უფრო ტრაგიკული, როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება?! – ნინო ლომჯარია

რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში ამაზე უფრო ტრაგიკული, როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება?! – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

ლომჯარიას შეფასებით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული.

,,გადაწყვეტილებები კოვიდის მართვასთან დაკავშირებით მიიღება არა რაიმე მეცნიერული ან ეპიდემიოლოგიური გათვლების საფუძველზე, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.

ჩვენ რეალურად მივედით სავალალო შედეგებამდე. დღეს, როდესაც 60-70 ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს ყოველდღიურად, რას უნდა ველოდოთ, რომ უფეო მკაცრი რეგულაციები იყოს შემოღებული? მე იგივე პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც. რატომ არავინ არ მსჯელობს, შეიძლება თუ არა ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება?! რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში ამაზე უფრო ტრაგიკული, როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება?! ჩვენ ხომ ვნახეთ შარშან არჩევნების შემდეგ როგორ დამძიმდა სიტუაცია და როგორ გაიზარდა ციფრები.

მე ვერ ვხედავ ვერცერთი პოლიტიკური ძალის მიერ ამ საკითხის სადისკუსიო საკითხად წამოწევას. მაშინ, როდესაც ასეთი ტრაგიკული დღეები უახლოეს ისტორიაში არ გვქონია,” – განაცხადა ლომჯარიამ.