საზოგადოებას ეს გლადიატორული პოლიტიკური ბრძოლები მოსწყინდა და დაიღალა, რადგან საერთოდ არ არსებობდა, როცა პოლიტიკური ცხოვრება გრძელდებოდა – გია ვოლსკი

თვითმმართველობის არჩევნების გადადებაზე საინტერესო განცხადებები მოვისმინეთ, მათ შორის, ოპონენტების რიგებიდან, თითქოს არჩევნების გადადება „ქართულ ოცნებას“ აწყობს და ჩვენ ვერ ვამბობთ, ამის დავალება მივეცით გარე სპიკერებს, რაც აბსურდია, -ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას პოლიტიკურ პარტიების დაპირისპირება მობეზრდა.

„საზოგადოებას ეს გლადიატორული პოლიტიკური ბრძოლები მოსწყინდა და დაიღალა, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ვაქცინა საერთოდ არ არსებობდა, როცა პოლიტიკური ცხოვრება გრძელდებოდა. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გავიხსენოთ, სადაც პანდემიას პოლიტიკური ცხოვრებისთვის ხელი არ შეუძლია. ტრაგიკული და უმძიმესია მდგომარეობაა მთელ მსოფლიოში, მაგრამ პოზიტიური ტენდენციები შეიმჩნევა. სახალხო დამცველის განცხადებებში იკითხება ერთი რამ – თითქოს ის პოლიტიკა, სტრატეგია და პოსტულატი, რასაც „ნაცმოძრაობა“ ავითარებს, რომ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე არ ზრუნავენ ხელისუფლებაში, ეს არის გამეორებული. რეალურად, ამის საფუძველი არ არსებობს. მაშინდელი შეტევა მაგონდება, როცა ლოკდაუნი ცხადდებოდა. იყო შეტევები ექიმებზე, სახელმწიფო სტრუქტურებზე. ხან ჩაკეტვაა იყო კარგი, ხან მტრული ნაბიჯი. ახლახანს ძველი ჩანაწერი გამოქვეყნდა, როგორ მოგვიწოდებენ, რომ ქვეყანა გახსნილიყო, დღეს სხვა პოლიტიკური დაკვეთაა და ამ დაკვეთის შესრულებაზეა ორიენტირებული გარკვეული პირების განცხადებები. მათ შორის, სახალხო დამცველისაც, თუმცა არ შემიძლია დაზუსტებით ვილაპარაკო, რომ ნინო ლომჯარია გინდა თუ არა, პოლიტიკურ შეკვეთას ასრულებს. შეიძლება მართლაც ასეთი პოზიცია და შეხედულება აქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.