„თალიბანმა“ ხელში ჩაიგდო 85 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა – ამერიკელი კონგრესმენი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯიმ ბენქსი აცხადებს, რომ „თალიბანის“ „ბოევიკებმა“ ხელში ჩაიგდეს 85 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა. ამის შესახებ independent.co.uk იუწყება.

კონგრესმენის ინფორმაციით, ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გასვლის შემდეგ იქ 75 000 ავტომობილი, 200 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, ასევე 600 000 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და მსუბუქი შეიარაღება დარჩა.

ბანქსის განცხადებით, ამჟამად მსოფლიოში არსებული ამერიკული ვერტმფრენის Black Hawk-ის 85% „თალიბანს“ ეკუთვნის. კონგრესმენის თქმით, თუ ეს შეიარაღება ამერიკელების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, მათ სისხლზე პასუხისმგებლობა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს დაეკისრება.