შეკვეთილში, 27 წლის ახალგაზრდას ზღვიდან სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

27 წლის ლადო გოგუას, რომელიც შეკვეთილში დასასვენებლად იმყოფებოდა, ზღვაში სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მას რამდენიმე პირთან ერთად სკუტერი სპეციალური ელექტრომოწყობილობით ზღვიდან ამოჰყავდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.