სალომე ზურაბიშვილი: ცინიზმი, ქვეყნის დაცინვა…თუ მავნებლობა?

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციების ხელმძღვანელებისადმი გაგზავნილ წერილს ეხმიანება, სადაც მარგველაშვილი ამბობს, რომ „გიგი წერეთელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე პარლამენტარია და საერთო ინტერესების საფუძველზე კონსენსუსის მიღწევაზეა ორიენტირებული“ და მხარს უჭერს მის კანდიდატურას.

ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას ცინიზმს და ქვეყნის დაცინვას უწოდებს.

-„ერთდროულად სულხან მოლაშვილის ტანტჯულ სიცოცხლის დასრულება და გიგი წერეთლის უპრინციპო პოლიტიკურ ცხოვრების ბოლოს სამარცხვინო წარდგენა იმ ორგაბიზაციის საპარლამენტო ასემბლეის თავჯდომარის პოსტზე,რომლის პირველი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა ….. ცინიზმი, ქვეყნის დაცინვა რომელიც ესოდენ უღირსოდ წრმოდგენილი უნდა იყოს თუ მავნებლობა?“-წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარის დატოვება