კახა კუჭავა: არანაირი საფრთხე ევროატლანტიკურ გზას არ ემუქრება, აუცილებლად გავაგრძელებთ რეფორმებს და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს

არანაირი საფრთხე ევროატლანტიკურ გზას არ ემუქრება, აუცილებლად გავაგრძელებთ რეფორმებს და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს, – ამის შესახებ კუჭავამ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადების შეფასებისას განუცხადა.

მისივე თქმთ, ევროპარლამენტარს პირადად ესაუბრა და ძალიან უკმაყოფილო იყო, თუნდაც იმით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი საერთოდ არ მოაწერა.

„მას ჰკითხეთ, საიდან აქვს ინფორმაცია, წინასწარ იცოდა რამე რომ ხდებოდა თუ ეს მისი ვარაუდია?! მისი სკეპტიკური განცხადება მოვისმინეთ ხელშეკრულებიდან, როგორც თავად ამბობდა, ჩვენ გასვლასთან დაკავშირებითაც. თუმცა ფაქტი ერთია, მე მას პირადად ვესაუბრე და ძალიან უკმაყოფილო იყო, თუნდაც იმით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი საერთოდ არ მოაწერა. ჯობს მთელ სურათში შევხედოთ ამ კონტექსტს, მისი ეს კონკრეტული განცხადება რას ემსახურებოდა. არანაირი საფრთხე ევროატლანტიკურ გზას არ ემუქრება, აუცილებლად გავაგრძელებთ რეფორმებს და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს, რასაც ჩვენგან ყველა ელოდება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.