პარტნიორების მიმართ სილის გაწვნის ტოლფასია – ეს არის ჩვენი ქვეყნის ღალატი – ხაზარაძე ევროკავშირის დახმარებისთვის უარის თქმაზე

“ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადბით, საქართველოს მხირდან ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა საერთაშორისო პარტნიორებისთვის  სილის გაწვნის ტოლფასია..

“ამ 150 მილიონი ევროს დახმარება არის პირობიანი. ეს პირობები “ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულა – ვერ კი არა, არ შეასრულა და უბრალოდ დაასწრეს ევროკავშირს თქმა, რომ თითქოს ჩვენს ქვეყანას თანხა არ სჭირდება. ეს არის ღალატი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ევროკურსის, ევროინტეგრაციის მიმართ, პარტნიორების მიმართ სილის გაწვნის ტოლფასია,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.