ირაკლი ზარქუა: ვარექ სი მართალ კოჩი გახარია – მეგრული არ ესმის მას, მაგრამ უთარგმნიან – „ნაციონალური მოძრაობის” დანამატი გახდი გახარია!

ვარექ სი მართალ კოჩი გახარია, მეგრული არ ესმის მას, მაგრამ უთარგმნიან – არაფერში ეს არ წერია, „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი გახდი გახარია! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემთვის გახარია არის ძალიან დიდი იმედგაცრუება. თქვენ წინაშე ვდგავარ ადამიანი, რომელიც ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ თვეების განმავლობაში მაქსიმალურად თავი ამერიდებინა, რომ მის წინააღმდეგ განცხადება გამეკეთებინა. ჩემი თანაგუნდელები მას უყენებდნენ პრეტენზიებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირზე, არ მეჯერა – გულწრფელად გეტყვით და აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი. ზუსტად იცის გახარიამ, კახისთან ბრძოლაში თეორიული შანსიც არ გააჩნია, ზუსტად იცის, სამწუხარო რეალობაა ასეთი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტს ვერ აიღებს და რა გამოდის? უბრალოდ მავნებლობს.

ის განცხადება როცა თქვა, რომ კახა უალტერნატივოა და მის კონკურენტად ყოფნაზე უარს ამბობს, ახლა შეცვალა, ძალიან ცრუპენტელა და ორპირი კაცი აღმოჩნდა. ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, დედაქალაქში თეორიული შანსიც არ აქვს, რომ გაიმარჯვოს, უფრო მეტიც, არც იმის შანსი აქვს, მეორე ტურში გადავიდეს, ერთადერთი მისი ამოცანა და დაკვეთა, როგორც ვლინდება არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი შეუწყოს იმაში, რომ კახი კალაძემ ქულები დაკარგოს. არ გამოუვა, გამორიცხულია, კახი კალაძე პირველივე ტურში მოიგებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.