კახა კალაძე – გახარიასთან შეხვედრა ერთხელ შედგა, გუშინ დილით, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე მერიაში – სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე, შეხვედრის მიზანი, მიზეზი

გახარიასთან შეხვედრა ერთხელ შედგა, გუშინ დილით, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე მერიაში – სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე, შეხვედრის მიზანი, მიზეზი – ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გახარიამ თავად დაურეკა და უთხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა. მისივე თქმით, აღნიშნულ შეხვედრამდე გახარიასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.

„შეხვედრა ერთხელ შედგა, რამდენჯერმე განხორციელდა ზარი. ადამიანურად, თავს მივეცი უფლება, ამდენი ხანია ერთად ვიყავით. მითხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა. ვუთხარი, რომ მერიაში ვიყავი და მოვიდა მერიაში. გუშინ დილით მოხდა ეს შეხვედრა, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე, შეხვედრის მიზანი, მიზეზი… ერთადერთი, რაც ითქვა შეხვედრაზე ის იყო, რომ აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა ტელევიზიიდან გამეგო. თავად გადაწყვიტა, რომ მას ეთქვა ეს ყველაფერი. დანარჩენი, გულწრფელად გეტყვით, ვერაფერი გავიგე“,- განაცხადა კალაძემ.