Reuters: „თალიბანის“ თანადამფუძნებელი და პოლიტიკური ოფისის ხელმძღვანელი, მოლა ბარადარი ავღანეთის ახალ მთავრობას უხელმძღვანელებს

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ თანადამფუძნებელი და პოლიტიკური ოფისის ხელმძღვანელი, მოლა ბარადარი ავღანეთის ახალ მთავრობას უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა. 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ.