ირაკლი ღარიბაშვილი: ხაზარაძე მევახშე კაცია – წლების განმავლობაში სააკაშვილის ბიზნეს დატერორების ხარისხიანი შემსრულებელი იყო

შედარებისთვის მოსახლეობას, რომ ვუთხრათ ხაზარაძე ედრება ადამიანს ვინც 3 მილიარდი დოლარი დახარჯა , თავისი ფული მოიტანა და დახარჯა ჩვენს ქვეყანაში, ბიძინა ივანიშვილს. ხაზარაძემ სამი მილიონი დოლარი დახარჯა ანაკლიის საუკუნის პროექტში, როგორც თავად იძახის. 4 წელი მთავრობა ელოდა მაგრამ ვერ განახორციელა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„მაინც არ სჯერა ხაზარაძეს და ურცხვად იმეორებს იმავეს. არ სჯერა, რომ ქვეყანაში არის 21 000-ზე მეტი კილომეტრი გზაა. გამოვიდა და აკრიტიკებს პარტიის დამფუძნებელს, მთავრობას და ასე შემდეგ. მინდა ვთქვა, რომ ხაზარაძე არის სააკაშვილის ხარისხიანი მევახშე პარტნიორი. კაცი, რომელიც წლების განმავლობაში იყო სააკაშვილის ბიზნეს დატერორების დავალებების უბადლო შემსრულებელი. მოსახლეობას კიდევ ერთხელ, რომ ავუხსნათ ვინ არის ხაზარაძე. ის არის მევახშე, კაცი რომელმაც მიიღო 3% და სხვათა შორის ხალხი ანეკდოტს ჰყვება, რომ დიდი ალბათობით ჰქონდა შანსი, რომ სამჯერ 3% აეღო, ანუ 9% ან მაქსიმუმ სამჯერ 10%, შეიძლებოდა მაქსიმუმ 30% აეღო მას, რომ მანამდე 3%-ში გაეცა სესხები და არ დაეტერორებინა ბიზნესები და არ წაერთმია სააკაშვილთან ერთად უამრავი ადამიანისთვის ბიზნესი.

შედარებისთვის მოსახლეობას რომ ვუთხრათ, ხაზარაძე ედრება ადამიანს, ვინც 3 მილიარდი დოლარი დახარჯა. თავისი ფული მოიტანა და დახარჯა ჩვენს ქვეყანაში – ბიძინა ივანიშვილს. ხაზარაძემ სამი მილიონი დოლარი დახარჯა ანაკლიის საუკუნის პროექტში, როგორც თავად იძახის. 4 წელი მთავრობა ელოდა, მაგრამ ვერ განახორციელა და ჩააგდო პროექტი, ფული ვერ მოიტანა. სად 3 მილიარდი და სად 3 მილიონი შედარებისთვის.

დღეს რა გააკეთა ხაზარაძემ, რადგანაც ვერ შეძლო ამ პროექტის განხორციელება ადგა წავიდა და სასამართლოში უჩივის ვის?! მთავრობას კი არა , სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს. ედავება მილიარდ დოლარზე მეტს. აი ეს არის თქვენი ხაზარაძე. ვინ არის წერეთელი, რომელიც ასე ვთქვათ ბინძური პროვოკაციების უკან დგას სააკაშვილთან ერთად. ცნობილი კონტრაბანდისტი ბატონი ავთო წერეთელი და მისი შვილი მკვლელი იმიტომ რომ სამი ადამიანი ჰყავს მოკლული შევარდნაძის დროს. ფაქტებს გეუბნებით. ამის თაობაზე იყო სიუჟეტები მაგრამ რა თქმა უნდა არავინ შეიმჩნია და გამწარებული ჰყავს ოჯახები და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საზოგადოებამ კარგად იცის აი ეს ხალხი ხართ თქვენ . რას გველაპარაკებით რა გინდათ რით ვერ დაიღალეთ. ხომ ხედავთ რომ ყველა არჩევნებში აგებთ სასტიკად არავითარ შანსს არ დაგიტოვებთ, რომ ქვეყანა არიოთ. გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.