ანრი ოხანაშვილი – გუნდი შეთანხმებულია და როცა არ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, 2%-იანი ბარიერითა და სრული პროპორციული სისტემით გაიმართება

გუნდი შეთანხმებულია, როცა არ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, მომდევნო ორი არჩევნები 2%-იანი ბარიერითა და სრული პროპორციული სისტემით გაიმართება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, 2024 წლამდე პარლამენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარება არ განიხილება.

“გვჯერა, რომ ჩვენ ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაციას შევძლებთ და არჩევნებში დამაჯერებელი უპირატესობით გავიმარჯვებთ. გუნდი შეჯერებულია, გვაქვს კონსენსუსი ცვლილებებზე, რომელიც მომდევნო ორი არჩევნების სრული პროპორციული სისტემითა და 2%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.