გაჩუმება არ შეიძლება! …გააგრძელეთ თქვენ…ჩვენ გისმენთ!

ბლოგი

თამთა მეგრელიშვილი

ამაზე გაჩუმება და დამუნჯება ყველაზე დიდი უკულტურობაა! ყოველი ადამიანის მიერ განხორციელებულ ქცევას თავისი ფორმა და ახსნა აქვს. ადამიანი, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა წრეში ტრიალებს იძულებულია ანგარიში გაუწიოს სხვებს- ოჯახის წევრებს, კოლეგებს, რიგით მოქალაქეებს და სხვა. ამ დროს მას, როგორც წესი, გააზრებული აქვს მისი ქმედება,ქცევა და მოსალოდნელი შედეგიც კი.

ულტურა ყოველი ჩვენგანის,უფრო მეტიც მსოფლიო ერების ლამაზი იარაღია, რომელშიც დაუფარავად და ზუსტად ხდება კონკრეტული ქვეყნის სახის,იმიჯის, წარმოჩენა.

ლოგიკურია გაგიჩნდათ კითხვა- ვინ ქმნის კულტურას?

მუსიკოსი? რეჟისორი?მსახიობი?მხატვარი?ჟურნალისტი?იურისტი? არქიტექტორი? თუ რაღაც ან ვიღაც სხვა, რასაც საბოლოო ჯამში საზოგადოება ჰქვია?! ჩვენ დღემდე თავს ვიქებთ, უფრო ვიმშვიდებთ ჩვენი მოპოვებული და ძლივს შერჩენილი ფასეულობებით, თავს ვიქებთ ყველაფრით, ჩვენ ხომ ქართველები ვართ! ერთი დღე თავი ასწიეთ თქვენი “სმართ ფონებიდან”, გამოიძვრეთ ყურებიდან ყურსასმენები, ახედეთ ცას,თვალი გაუსწორეთ ადამიანებს და დაინახეთ თქვენი წილი ქალაქის რეალობა, თქვენი ცხოვრება ესოდენ კულტურული და “სვეცკური”.

საერთო სარგებლობის ტრანსპორტში ხელს ვკრავთ, ვლანძღავთ ერთმანეთს, წელიწადში ერთხელ თეატრს თუ ვესტუმრებით რაღაც შინაგანი კულტურის შიმშილის დასაკმაყოფილებლად ან ისე, იმიტომ რომ “ცვეტშია” და იქაც სატელეფონო საუბარზე როგორ ვიტყვით უარს?!.  წელში მოხრილი, თითქმის საკუთარ ფეხსაცმელებთან ჩაკუჭულები ვყვებით და ვუსმენთ, ვპასუხობთ და მერე ოდნავ მორიდებული სახით ამოვყოფთ თავს და ვამბობთ – უიმე, ხომ ვერ მივახვედრე რა, რომ დაესრულებინა საუბარი!

ქუჩაში? ოოო, ქუჩაში მასკარადია! სიარულის აგრესიული მანერა,საღეჟი რეზინის “ღლაჭუნი”,ტურისტებისა და სხვა ჩამოსული ადამიანების მიმართ ალმაცერი დამოკიდებულება,ხელგამოწვდილი ადამიანების მიმართ ეჭვის თვალით ყურება და ალბათ ნაკლებზე ნაკლები სინანული გულში! იქვე გარე მოვაჭრეების შეციებული ხელებით გაფრცქვნილი მანდარინის ქერქებიც ეწირებიან ნაზიკოსა და ემზარის ამბავს, ნაფრცქვენებს პირდაპირ ფეხებქვეშ იყრიან,დახლს ქვემოთ მაინც არ ჩანს! მამუნჯებს როცა საკმაოდ სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი წამიერად ჩერდება ქუჩაში,თითქოს რიტუალს ატარაებს,ახედავს ცას,მოიმარჯვებს ორ- სამ თითს და მთელი ძალით ქუჩაში “იფერთხავს”ცხვირს! მერე რა რომ დავინახე მე ,გაიგონე შენ,გულისწასვლის შეგრძნებამდეც კი დაურა სხეულს რაღაც ისეთმა, სიტყვას რომ ვერ ვუძებნი…

გავაგრძელო? არა მოდი თქვენ გააგრძელეთ დანარჩენი თქვენივე “კომენტარებით”, ეს სატატია თქვენთვისაა,ერთიანია და მინდა ერთად დავინახოთ რა ხდება დღეს!

დავიწყე მე… წაიკითხე შენ… გადაეცი, გაუზიარე მას და გავაგრძელოთ საუბარი ყველაზე დიდ კულტურაზე “სიჩუმის”კულტურაზე, რომელიც ამ შემთხვევაში ყველაზე დიდ უკულტურობას ფარავს!

გააგრძელე შენ… მე გისმენ!

კომენტარის დატოვება