კოტე მახარაძის სახელობის ქუჩა მთაწმინდაზე

დღეს ცნობილ მსახიობს, სპორტულ კომენტატორს, ჟურნალისტს, სახალხო არტისტს, ღირსების ორდენის ორგზის კავალერს, კოტე მარჯანიშვილისა და ახმეტელის პრემიების ლაურეატს, ერთი მსახიობის თეატრის დამაარსებელსა და თბილისის საპატიო მოქალაქეს კოტე მახარაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას კოტე მახარაძის სახელი მიენიჭა. სიმბოლური აბრა დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  საქართველოს დამსახურებული არტისტის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად გახსნა.

15027733_1499201843429744_8096735400702863221_n 15073474_1499201863429742_6885294484649489330_n

ღონისძიებას სპორტისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

15109521_1499201720096423_6592407711445366097_n

კომენტარის დატოვება