თამარ გაბუნია: ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა გარკვეულწილად შემცირდა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 365 ადამიანი, 6000-ზე ოდნავ მეტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში

მცირედი შემსუბუქება ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის კუთხით შეინიშნება, ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზეც, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

მისივე თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 365 ადამიანი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 6000-ზე მეტი პირი, თუმცა აქტიური შემთხვევების საერთო რაოდენობა შემცირდა.

,,საბედნიეროდ, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა გარკვეულწილად შემცირდა, რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ რჩება 365 ადამიანი და 6000-ზე ოდნავ მეტი პირია ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, მაგრამ ზოგადად მცირედი შემსუბუქება ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის კუთხით შეინიშნება, ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზეც, რადგან საერთო რაოდენობა აქტიური შემთხვევებისა შემცირდა და 33 000 აქტიური შემთხვევაა დილის მდგომარეობით ქვეყანაში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.