ჟურნალმა „Time“ მსოფლიოზე ზეგამვლენი 100 ფოტო დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა „Time“ ახალი პროექტი „100 ფოტო“ დაიწყო, რომლის ფარგლებში დასახელდა 100 ფოტო, რომლებმაც 1826 წლიდან 2015 წლამდე მსოფლიოზე უდიდესი გავლენა და შთაბეჭდილება მოახდინეს.

ფოტოები გამოქვეყნებულია პროექტის გვერდზე  http://100photos.time.com/

ჟურნალის თანამშრომლები სამი წლის მანძილზე ატარებდნენ გამოკითხვებს, რჩევებს ეკითხებოდნენ ისტორიკოსებს, მეცნიერებს, საზოგადო მოღვაწეებს, იკვლევდნენ ტველა ფოტოს ისტორიას და მასზე გამოსახულ ადამიანებს, რამდენიმე ისტორია ფოტოსთან ერტად არის საზოგადოებისთვის მიწოდებული. ჟურნალისტები ფოტოების რეიტინგის შესადგენად საუბრებოდნენ ქვეყნების ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს.

ჟურნალის რედაქცია აცხადებს, რომ ეს ფოტოები ისტორიის შექმნის დეტალები არიან და სხვადასხვა მიმართულების გამო მიიქციეს საზოგადოების ყურადღება.

Time -ის 100 რეიტინგული ფოტოს სიაში მოხვდა ჩე-გევარას პორტრეტი, მუჰამედ ალის ნოკაუტი ჰოლივუდის სნობილი სახეების სელფი, რომელიც მათ 2014 წელს „ოსკარზე“ გადაირეს, „ომის საშინელება“, „კოცნა ტაიმს-პარკში“, რომელმაც დასაბამი მისცა „კოცნის დღის“ აღნიშვნას  და სხვები.

bhxwutnceaateq6

 

კომენტარის დატოვება