ისეთი რეფორმებით, რომლის გატარებასაც ჩვენ თბილისში ვაპირებთ ლისაბონი გახდა ინოვაციების და განათლების ცენტრი – მამუკა ხაზარაძე

ისეთი რეფორმებით, რომლის გატარებასაც ჩვენ თბილისში ვაპირებთ ლისაბონი გახდა ინოვაციების და განათლების ცენტრი – ამის შესახებ ,,ლელო საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ლელოს 9 ნაბიჯი – თბილისის მარშალის გეგმის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

,,ლისაბონი იყო ქალაქი, სადაც პრაქტიკულად იყო გაბატონებული ნარკომანია, იყო ისეთი უბნები, სადაც შესვლაც კი შეუძლებელია. დღეს კი ლისაბონი სწორედ ისეთი რეფორმებით, რომელსაც ჩვენ თბილისში ვაპირებთ გახდა ინოვაციების, განათლების ცენტრი და ისეთი ადგილი, სადაც დავარდა ნარკომომხმარებელთა რიცხვი, ჯანსაღი ცხოვრება წამოვიდა წინ და ასე შემდეგ” – აღნიშნა ხაზარაძემ.

ცნობისთვის,  დღეს „ლელოს საქართველოსთვის“ ლიდერებმა, პარტიის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ, მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილი და გენერალურმა მდივანმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ საზოგადოებას წარუდგინეს „ლელოს 9 ნაბიჯი – თბილისის მარშალის გეგმა“.