გაოგნებული ვარ ნარკოტესტთან დაკავშირებით ისეთი განცხადებები მოვისმინე, არ ვიცი, ამ ყველაფერს რა დავარქვა – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ნარკოტესტთან დაკავშირებით მერობის სხვა კანდიდატების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, გამაოგნებელია.

ამასთან, კალაძისთვის გაუგებარია, რა კავშირშია ერთმანეთთან ნარკოტესტის ჩაბარება და დებატები.

„დებატებზე ღიად განვაცხადე, რომ ყველასთან მზად ვარ დავჯდე დებატებზე, ვერანაირ პრობლემას ვხედავ. რაც შეეხება ტესტს, გაოგნებული ვარ ისეთი განცხადებები მოვისმინე. არ ვიცი, უბრალოდ, რა დავარქვა ამ ყველაფერს. საზოგადოება თვითონ გააკეთებს სწორ ანალიზს,” – აღნიშნა კახა კალაძემ.