ეს არის ჯოჯოხეთიდან გამოგზავნილი წერილი – მეუფე ნიკოლოზი ფარული ჩანაწერების შესახებ

ეს არის ჯოჯოხეთიდან გამოგზავნილი წერილი – ასე შეფასა ახალქალაქის კუმურდოსა და კარის ეპარქიის წინამძღვარმა, სუს-ს სავარაუდო ფარული ჩანაწერები.

მეუფე ნიკოლოზი აღნიშნავს, რომ ეს არის „ბინძური წყალი,“ რომელიც ქვეყანას შემოასხეს.

„ეს არის ჭუჭყიანი წყალი, რომელიც ვიღაცამ პირიდან გადმოასხა. ეს ვიღაც ვიცით ვინც არის. ჩვენს ქვეყანას შემოასხეს ჭუჭყიანი წყალი, ვინ შემოასხა? რატომ შემოასხა? – მე არ ვიცი. სასულიერო პირი ვარ და ვაკეთებ ჩემს საქმეს, წვდომა არ მაქვს ამ ფარულ ჩანაწერებთან. ვიღაცამ გამოგვიგზავნა წერილი ჯოჯოხეთიდან, ეს არის ამისი ყველაფერი, ანი და ჰოე. დასაწყისი, დასასრული და მიზანი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.