ამ არაფრის მომცემ ბუკლეტებში, რომელიც სოლიდური თანხა ჯდება, ფული ჩვენი ბიუჯეტიდან იხარჯება – როცა ამდენ ადამიანს შია, რაში ხარჯავთ ფულს? – ალექსანდრე კობაიძე

ამ არაფრის მომცემ ბუკლეტებში, რომელიც სოლიდური თანხა ჯდება, ფული ჩვენი ბიუჯეტიდან იხარჯება – როცა ამდენ ადამიანს შია, რაში ხარჯავთ ფულს? – ამის შესახებ პარტია ,,პროგრესული საქართველოს” თავმჯდომარე და უფლებადამცველი ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ამხელა თანხების ხარჯვა პიარში, თან უსაფუძვლოდ, გაუმართლებელია.

,,ეს არის მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, სადაც დანაგვიანებულია საარჩევნო ბუკლეტებით….
ამ არაფრის მომცემ ბუკლეტებში, რომელსაც ემატება ადამიანური რესურსი, რომელიც საკმაო, სოლიდური თანხა ჯდება ჩათვალეთ, რომ წყალში გადაყრილი თანხებია, რომელიც ჩვენი ბიუჯეტიდან იხარჯება.
როცა ამდენ ადამიანს შია, როცა ამდენ ადამიანს ფინანსური პრობლემები აქვთ რაში ხარჯავთ ფულს, გიფიქრიათ ამაზე???
ამხელა თანხების ხარჯვა პიარში, თან უსაფუძვლოდ, როგორ ფიქრობთ გამართლებულია?!
საშველი არ არის ეს არის რეალობა, სანამ მსგავსი ქმედებებით ვიმოქმედებთ….” – წერს კობაიძე.