ვერ ვიხსენებ ვერცერთ მმართველ ძალას, რომელსაც ერთხელ მაინც გაებედოს ევროკავშირის გადაგდება – რაც ,,ქართულმა ოცნებამ” გააკეთა ეს არის ევროკავშირისთვის სახეში სილის გაწნა – ბადრი ჯაფარიძე 

ვერ ვიხსენებ ვერცერთ მმართველ ძალას, რომელსაც ერთხელ მაინც გაებედოს ევროკავშირის გადაგდება – რაც ,,ქართულმა ოცნებამ” გააკეთა ეს არის ევროკავშირისთვის სახეში სილის გაწნა – ამის შესახებ პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის უბედურება სწორედ ისაა, რომ მართავს ძალა, რომლისგანაც ყველაფერია მოსალოდნელი.

,,ბოლომდე გამოჩნდა ,,ქართული ოცნების” არსი. არსი არის ის, რომ აქ არ არსებობს არანაირი მორალური შეზღუდვა, რაიმე ღირებულებითი ელემენტი. ჩვენ გვაქვს საქმე იმ ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ ერთ დღეს ერთ პიროვნებაზე თქვან სრულიად დადებითი, მეორე დღეს კი იგივე პიროვნებაზე სრულიად უარყოფითი. ეს მათი ლიდერისთვის, დამფუძნებელისთვის დამახასიათებელია და გამორჩეული თვისებაა.

ჩვენი ქვეყნის უბედურება სწორედ ისაა, რომ მართავს ძალა, რომლისგანაც ყველაფერი მოსალდნელია. მე ვერ ვიხსენებ ვერცერთ მმართველ ძალას, რომელსაც ერთხელ გაებედოს ევროკავშირის გადაგდება. ამათ ორ თვეში სამჯერ დაარღვიეს პირობა. ეს რეკორდი მართლაც ძნელი მოსახსნელი იქნება. ამ ყველაფერს ქვეყნისთვის მოაქვს უკიდეურესად მძიმე შედეგები. რაც მათ გააკეთეს ეს არის ევროკავშირისთვის სახეში სილის გაწნა” – განაცხადა ჯაფარიძემ.