ჩვეულებრივი გადამგდები ვირეშმაკები არიან, იტყუებიან პატარ-პატარა სისულელეებს და ჰგონიათ, რომ გაუვათ – ზურაბ ჯაფარიძე ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებზე 

ჩვეულებრივი გადამგდები ვირეშმაკები არიან, იტყუებიან პატარ-პატარა სისულელეებს და ჰგონიათ, რომ გაუვათ – ასე შეაფასა ,,ქართული ოცნების” წევრები პარტია ,,გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ,,ტვ პირველის” ეთერში.

მან ასევე აღნიშნა, რომ კობახიძე როგორც ცალკეული პოლიტიკოსი არ არის ძლიერი და ის ივანიშვილის აზრებს ახმოვანებს თავისი მრევლისთვის.

,,ყველამ იცის, რომ კობახიძე რასაც გამოდის და ლაპარაკობს, ეს არის ივანიშვილის აზრები. კობახიძე ივანიშვილის აზრებს ახმოვანებს თავისი მრევლისთვის, ამომრჩევლისთვის. გაუფასურებულია მისი სიტყვა, სიტყვის აზრი ხომ ეგ არის, რომ რაღაცას რომ იტყვი – უნდა გააკეთო. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ გამოვიდნენ, ივანიშვილის ჩათვლით და თქვეს რომ პროპორციული არჩევნები იქნებაო, მერე გამოვიდნენ და თქვეს რომ არ ყოფილა ასეთი დაპირებაო. ამის მერე მიშელის დოკუმენტი იყო, რომლის ყველა პუნქტიც დაარღვიეს, გადაგდებული ყავთ დასავლეთი. არც დასავლეთის და არცერთი ნორმალური ქვეყნის თვალში მათ სიტყვას ფასი არ აქვს. ჩვეულებრივი გადამგდები ვირეშმაკები არიან, იტყუებიან პატარ-პატარა სისულელეებს და ჰგონიათ, რომ გაუვათ,” – განაცხადა ჯაფარიძემ.