კორონავირუსით ინფიცირებული ტყუპები, რომელთა დედა რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსს ემსხვერპლა, კლინიკა „ბომონდში” გარდაიცვალნენ

კოვიდინფიცირებული ტყუპები, რომელებიც კლინიკა „ბომონდის“ ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ, გარდაიცვალნენ.

ორივე ახალშობილის ფილტვი კოვიდური პნევმონიით სრულად იყო მოცული და მთელი განყოფილება იბრძოდა მათი სიცოცხლისთვის.

„ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა”, – განაცხადა “კლინიკა ბომონდის” ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ბარათაშვილი.