ევროკავშირის ახალი ინიციატივით, ყველა ტელეფონი ერთი ტიპის დამტენით დაიტენება

ევროპულმა კომისიამ შეიმუშავა ახალი წესები, რომელთა თანახმადაც, მწარმოებლები ვალდებულნი იქნებიან, ტელეფონებისა და მცირე ელექტრონული მოწყობილობებისთვის, უნივერსალური დამტენი მოწყობილობა შექმნან, – ამის შესახებ BBC წერს.

ინიციატივის მიზანია, შემცირდეს ნარჩენების მოცულობა – მომხმარებლებს, მოწყობილობის ყიდვისას, ახალი დამტენის შეძენა არ მოუწიოთ და უკვე არსებული, უნივერსალური დამტენით სარგებლობა შეძლონ.

დაგეგმილი ცვლილება გულისხმობს სმარტფონების, ტაბლეტების, კამერების, ყურსასმენების, პორტატული დინამიკებისა და ვიდეოთამაშების კონსოლების უნივერსალურ დამტენი მოწყობილობის შექმნას.