გიორგი გახარია: „იმის პასუხისმგებლობა მაქვს, რომ შეცდომების გამოსასწორებლად გამოვდივარ კომფორტის ზონიდან, მივდივარ და მოქალაქეს ვეუბნები – თუ ჩემი გჯერა, შეგიძლიათ მომცეთ ხმა ან არ მომცეთ!“

„იცით რაში გამოიხატებოდა პასუხიმგებლობა? მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც პროკურატურაში მივიდა დაკითხვაზე – საქართველოს ისტორიაში პირველი. მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც 20 ივნისის შემდგომ დაუძახა ჟურნალისტებს – არ დავმალულვარ, დავჯექი და ყველა კითხვას გავეცი პასუხი.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში.

„მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, მივედი და პარლამენტს ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი, პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ამის შემდგომ დღეს აქ ვზივარ და ვამბობ – რომ სხვა პირობებში იგივე რომ განმეორდეს, სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვისთვის მე იგივენაირად მოვიქცევი. მე ვარ პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გავხდი შემდგომ პრემიერი, გადავდექი, აი იმ პასუხისმგებლობის გრძნობით შევქმენი პოლიტიკური პარტია და ჩემს მოქალაქეებს ვეუბნები- ამ პასუხისმგებლობით შეგიძლიათ მომცეთ ხმა ან არ მომცეთ! მე მაქვს იმის პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ რაც შეცდომები იყო დაშვებული ის არის გამოსასწორებელი და გამოვდივარ იმ კომფორტის ზონიდან, მივდივარ და მოქალაქეს ვეუბნები – თუ ჩემი გჯერა 20 ივნისის გათვალისწინებით, პანკისის გათვალისწინებით და ამ ყველაფრის გათვალისწინებით… ვამბობ, რომ მე ეს ყველაფერი გავაკეთე სახელმწიფოს ინტერესებში. მე არ ვამბობ, რომ შეცდომა არ დამიშვია – მე ვამბობ, რომ მე ყველაფერს ვაკეთებდი, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესებში და არა პარტიის ინტერესებში, არა ჩემ პირად ინტერესებში, გუნდის, პეტრეს, პავლეს ინტერესებში.“ – ამბობს გიორგი გახარია.

გიორგი გახარიამ 20 ივნისთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საპოლიციო ღონისძიების ნაწილში პირადად არის პასუხისმგებელი და ანალოგიურ ვითარებაში ისევ ბოლომდე დაიცავს სახელმწიფო ინსტიტუტს.

„მე გითხარით, რომ იქ რაც მოხდა ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ მე. წერტილი.’’ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

,,მე როგორც 90-იანებში ამ ქალაქში გაზრდილ ადამიანს, ძალიან კარგად მახსოვს საქართველოს უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში რას ნიშნავდა პარლამენტზე შტურმის მიტანა, ერთ შემთხვევაში -შეიარაღებული, მეორე შემთხვევაში – ვარდებით შეიარაღებული, მესამე შემთხვევაში კიდევ რაღაც… ჩემთვის ეს იყო კატეგორიულად მიუღებელი იმიტომ, რომ დარწმუნებული ვიყავი ეს ამ ქვეყანას დააბრუნებდა წარსულში.’’ – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“