ბიძინა ივანიშვილისთვის ისეთი ტელევიზია, როგორიც ,,ფორმულაა” არის ეგზისტენციალური საფრთხის მომტანი – ბადრი ჯაფარიძე

ბიძინა ივანიშვილისთვის ისეთი ტელევიზია, როგორიც ,,ფორმულაა” არის ეგზისტენციალური საფრთხის მომტანი – ამის შესახებ პარტია ,,ლელოს” ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ,,ტვ ფორმულას” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ,,ქართული ოცნება” არის პოლიტიკური ძალა, რომელიც დარწმუნებულია დამარცხებაში და ამირომ უშვებს კიდევ უფრო მეტ შეცდომას.

,,ავტოკრატიული მმართველობისთვის დამახასიათებელია შეურიგებლობა განსხვავებული აზრისადმი. ის განსხვავებული აზრის წყაროში ხედავს საფრთხეს, მისი ხელისუფლების რყევის საფუძველს. ამ მხრივ გამორჩეული არ არის ,,ქართული ოცნება”. ამ პარტიის დამფუძნებლისთვის ისეთი ტელევიზია, როგორიც ,,ფორმულაა” არის ეგზისტენციალური საფრთხის მომტანი, ამიტომაც ებრძვის.

,,ქართული ოცნება” არ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მწყობრ ნაბიჯებს დგამს, აქვს რაიმე გეგმა ან ხედვა, თუმდაც ოპონენტებთან ბრძოლაში. ეს არის იმპულსურად მოქმედი ძალა, რომელიც ჯერ დგამს ნაბიჯს და შემდეგ ფიქრობს შედეგებზე. ახლაც არჩევნებთან მიმართებაში, ისინი ხედავენ, რომ მარცხდებიან. ეს შიში მათ აიძულებს, დაუშვან კიდევ უფრო მეტი შეცდომა და კიდევ მეტად დაიზიანონ საკუთარი თავი.

ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი გეგმის მიხედვით. მოვუწოდოთ საზოგადოებას, რომ იყოს მაქსიმალური გამოცხადება 2 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან. 3 ოქტომრიდან კი ჩამოვაშოროთ ეს ძალა მართვის სადავეებს და დავიწყოთ კოალიციური მმართველობა.” – განაცხადა ჯაფარიძემ.