“მედიის თავისუფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია!”

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა და განაცხადა, რომ მედიის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც უნდა იყოს დაცული.

-„ეს არის კონკრეტული საქმე, რომელიც სასამართლოში განიხილება და ალბათ გესმით, რომ ასეთ საქმეებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. მაგრამ, არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებები პრინციპები, რომლებიც ჩვენი ასოცირების უმთავრესი ნაწილია და რა თქმა უნდა, მედიის თავისუფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია. რა თქმა უნდა, მედიის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც უნდა იყოს დაცული ბოლო დროინდელ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებითაც“- განაცხადა ჰერმანმა.

კომენტარის დატოვება