რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით მხოლოდ ტრაილერებისთვის აიკრძალა – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიწის მასის ჩამოშლის გამო, მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით მხოლოდ ერთ ზოლზე მიმდინარეობს. ტრაილერებისთვის მოძრაობა დროებით, გზის გაწმენდითის სამუშაოების დასრულებამდე, აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 155 -ე კილომეტრთან (რიკოთის მონაკვეთი), გზის მიმდებარე ფერდზე ჩამოიშალა მიწის ნაწილი, რის გამოც ნაწილობრივ ჩაიკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.

ამასთან, საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს დროში აღდგენის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზის გაწმენდითი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო, რაც ამ დრომდე აქტიურად გრძელდება.