სააკაშვილი არ უნდა იჯდეს ციხეში, ამ ხელისუფლებას მისი გასამართლების მორალური უფლება არ აქვს – გიორგი მარგველაშვილი

სააკაშვილი არ უნდა იჯდეს ციხეში, ამ ხელისუფლებას მისი გასამართლების მორალური უფლება არ აქვს – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ,,ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მურუსიძის სასამართლოს არ აქვს მისი გასამართლების უფლება.

,,მე ნამდვილად ვერ გამოვდგები სააკაშვილის ადვოკატად. იმიტომ, რომ როდესაც ის ხელისუფლებაში იყო მთელი 9 წელი მე მას ვაკრიტიკებდი. მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში, ამ ხელისუფლებასთან მიმართებაში სააკაშვილი ვერ იქნება ბრალდებული. თეორიულად სააკაშვილს შეიძლება ქონდეს დანაშაული ჩადენილი და პასუხი ჰქონდეს გასაცემი სასამართლოს წინაშე. მაგრამ არა ამ სასამართლოში, არა ამ ხელისუფლების პირობებში” – განაცხადა მარგველაშვილმა.