კიდურების შეშუპება, გართულებული გადაადგილება – მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, ციხეში პირადი ექიმი ყოველდღე შეუშვან

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში მისი ადვოკატები შეხვდნენ. როგორც უფლებადამცველებმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გართულდა. მას კიდურების შეშუპება აქვს და გადაადგილებაც უჭირს.

მესამე პრეზიდენტი ითხოვს, რომ ციხეში პირადმა ექიმმა შესვლა და მისი მონახულება ყოველდღე შეძლოს.

“კიდურების შეშუპება, როგორც მან გვითხრა აქვს, ასევე, გართულებული აქვს გადაადგილება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს, მის პირად ექიმს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. მის ჯანრმთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პირადმა ექიმმა უნდა გვითხრას რა მდგომარეობაშია და როგორაა. მიშა ითხოვს, რომ ყოველ დღე შეძლოს მისმა პირადმა ექიმა შესვლა და მონახულება”, – თქვა გიორგი გელხაურმა.