მმართველი გუნდი პოლიტიკური საბჭოს სხდომას მართავს

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის პოლიტიკური საბჭოს სხდომა იმართება.

სხდომას ესწრებიან – პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახი კალაძე და პოლიტსაბჭოს წევრები. ხვალ კი უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

რა საკითხებზე მსჯელობენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ჯერჯერობით უცნობია.