ანა დოლიძის თანაპარტიელს თავს დაესხნენ

ანა დოლიძის თანაპარტიელს თავს დაესხნენ.ნაცემია ვალერიან მიგინეიშვილი, რომელსაც დაზიანებები ორთაჭალაში მიაყენეს. მიგინეიშვილის თქმით, მასზე თავდასხმა ორმა პირმა განახცორციელა. მიზეზი კი ავტომობილის სხვის ავტოფარეხთან გაჩერება გახდა. მიგინეიშვილის თქმით, თავდამსხმელი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

,,მანქანას რო მივუახლოვდი, მესმის გინება და წიხლს ურტყამდა მანქანას, ეს ჩემთვის უცნობი პიროვნება. რომ ვუთხარი რას შვები, სირცხვილია, რა დაგიშავა მანქანამ, რას ქვია ჩემი გარაჟიაო, შენი გულისთვის შევწუხდი და ვერ გავაღე კარებიო. თავში მუჭები მირტყეს, წიხლი ცამარტყეს მუცელში”, – ამბობს მიგინეიშვილი.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პარტია “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე ამბობს, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია და მსგავსი ფაქტები წაქეზებულია.

,,ეს არის იმ კრიმინალის თარეშის შედეგი, რომელიც განპირობებულია დაუსჯელობით. მე თვითონ მაქვს არაერთ საქმეზე შეტანილი განცხადება და არავინს დასჯილი. ფაქტია, რომ არსებობს გაგება, რომ ასაკოვან მშუიდობიან მოქალაქეს, ერთს,შეიძლება მთელი ჯგუფი ბიჭების დაესხას თავს უბანში და ისინი პასუხისმგებლობის გარეშე დარჩნენ. თუ ეს საქმე დარჩა დაუსჯელი, გვექნება საშუალება ვთქვათ,რომ აქ ვიღაცას აქვს მიცემული მწვანე ბარათი, რომ ასე გაუსწორდნენ პირს, რომელიც ასევე შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ჩემს საქმიანობასთან”, – ამბობს ანა დოლიძე.