კახა კალაძე: დღეს რომ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან, პარკები, სკვერები დაყიდეს და კორპუსები ააშენეს – რა ნამუსით გველაპარაკებიან?

დღეს რომ გამოდიან აქ და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან, პარკები, სკვერები ვინ გაყიდა? „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყო? 9 სართულიანი კორპუსები უნდა ეშენებინათ ვაკის პარკში. სპორტული მოედნები დაყიდეს და კორპუსები ააშენეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„უამრავი რეკრეაციული სივრცის დაბრუნება მოვახერხეთ. ვაკის პარკში არ მივეცით კორპუსების აშენების საშუალება. კუს ტბის ასახვევთან იყო ტერიტორია გაყიდული და სასტუმრო უნდა აეშენებინათ, დიღმის ტყე-პარკი იყო გასხვისებულია და კახა ოქრიაშვილი არის ერთ-ერთი მფლობელი. საერთოდ რაზე და რა ნამუსით ლაპარაკობენ. ამაზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე გვქონდეს ჩვენთვისა და ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.