ტყის ხანძრების მოწყობის გამო, სირიაში 24 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ტყის ხანძრების მოწყობის გამო, სირიაში 24 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სირიის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სირიის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სიკვდილით დასჯილ პირებს ბრალად ედებოდათ ტერორისტული აქტების ჩადენა, რამაც სიკვდილი და სახელმწიფო ინფრასტრუქტურის, საჯარო და კერძო საკუთრების დაზიანება გამოიწვია.

გარდა ამისა, ამავე ბრალდებით 11 სხვა პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

სირიაში, ტყის ხანძრები 2020 წლის სექტემბერში დაიწყო და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გრძელდებოდა. ხანძარმა ათეულობით მილიონი დოლარის ზარალი გამოიწვია.